საზოგადოება
ადიგენში უამინდობამ პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. სოფლები - ჭელა, ჭეჭლა, მოხე, ნამინაური გარესამყაროს მოწყვეტილია. ადიგენის მერის მერის თქმით, ტექნიკა გასულია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

,,ქარისა და თოვლის გამო ოთხი სოფელი ჩაიკეტა, ხოლო ორ სოფლამდე მისასვლელა მოყინულია. ტექნიკა გზაშია" - აღნიშნა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ.

გზები იწმინდება კურორტებზეც. დაბა ბაკურიანში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა და მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
| Print |