საზოგადოება
სოფელ ნერგეეთში, დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
| Print |