საზოგადოება
სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი, პოლიტიკოსი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს, მესტიაში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი).
| Print |