საზოგადოება
მდინარე ურაველი წითელ ნუსხის სახეობის კალმახის ქვირითით გათევზიანდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ურავლის ხეობაში „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით გათევზიანდა - ინფორმაციას ფეისბუქ-ჯგუფი ურავლის ხეობა ავრცელებს.

საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში მილიონზე მეტი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა.
| Print |