საზოგადოება
Mastecard-ის ფინანსური განათლების პროექტი უკვე დაიწყო (R)
ახალციხეში, ფინანსური განათლების ამაღლების პროგრამის ფარგლებში შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან გაიმართა. კრეატიული კომუნიკაციების სპეციალისტის დავით მიგინეიშვილის თქმით, ,,სტუდენტები და ახალგაზრდები არიან პროექტში ჩართული, ეს ძალიან კარგია, რადგან ახალგაზრდებიდან უნდა დაიწყოს ცვლილებები".

Mastercard-ის ფინანსური განათლების ამაღლების პროგრამა თებერვალში დაიწყო და მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია.

Mastercard იზიარებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინკლუზიურობასა და კეთილდღეობას საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის და ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და კერძო პირებისთვის, სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და მათთვის ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტი პირველ ეტაპზე ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში ხორციელდება, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.

Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში დასახული მიზნის მისაღწევად, Mastercard თანამშრომლობს ისეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, ბიზნეს და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოში, როგორებიც არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თავისუფალი უნივერსიტეტი, ქალები მომავლისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოება და ბანკები, საგანმანათლებლო პლატფორმა “ორჯერ ორი” და მედიის ძირითადი წარმომადგენლები, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.

ერთწლიანი პროგრამის მიზანია:

ფინანსური წიგნიერების ამაღლება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში. ფინანსური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

MSME-ების გაძლიერება და სამიზნე რეგიონებში ეფექტური ფინანსური მართვისა და ზრდისთვის საჭირო ცოდნისა თუ უნარების უზრუნველყოფა;

კულტურულად მგრძნობიარე ფინანსური განათლების მოდულების შემუშავება უმცირესობების თემების უნიკალური საჭიროებებისა და გამოწვევების გადასაჭრელად;

ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი რეგიონების სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ქალების გაძლიერება ეკონომიკური ინკლუზიურობის ხელშეწყობით;

მონაწილეებს შორის სამეწარმეო აზროვნების ხელშეწყობა და ბიზნეს შესაძლებლობების მოძიების წახალისება;

აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;

ფინანსურ რესურსებზე, საბანკო მომსახურებაზე და ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ადგილობრივ ბიზნესებს შორის ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
ფინანსური განათლების პროგრამა, 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე, შექმნის მრავალ საგანმანათლებლო თუ პრაქტიკულ პროდუქტს. მათ შორის საგანმანათლებლო მოდულებს, საჯარო ლექციებს, ინტერაქტიურ სემინარებს, ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებს და სოციალური მედიის კონტენტს.

ძირითადი აქტივობები მოიცავს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საბაზისო ფინანსური განათლების მოდულის დანერგვას, ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ფინანსური წიგნიერების დეპარტამენტის შექმნას, ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და ძირითადი ბიზნესის მენეჯმენტის უნარების გაძლიერებას.
| Print |