საზოგადოება
მარი მიქოიანმა და სამირა ისმაილოვამ ქალთა ჯანმრთელობის თემაზე ახალციხეში შეხვედრა გამართა
"სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმამ" ქალთა ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფისა და ადვოკატირების საკითხზე შეხვედრა ახალციხის მერიაში გამართა.

ორგანიზაციის თავმჯდომარე სამირა ისმაილოვა და "ჯენერეიშენ აის" თავმჯდომარე მარი მიქოიანი ახალციხის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამირა ისმაილოვამ ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 25-70 წლის გოგოებისა და ქალების ცნობიერების ამაღლებისთვის შეხვედრების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სახელმწიფო ან/და შეღავათანი პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ქალთა ინფორმირებულობაზე, მათ ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობასა და დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა/ ეფექტური მკურნალობის დაგეგმვაში დახმარებაზე.

შეხვედრა ჩატარდა USAID პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია , აშშ საერთაშოროსო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტს - "ქალთა ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა და ადვოკატირება " ახორციელებს ორგანიზაცია " სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა ".
| Print |