საზოგადოება
ახალქალაქის გზის რეაბილიტაციისთვის შპს ,,არალი" ორჯერ დაჯარიმდა
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის საწყისი მონაკვეთი უკვე ორი წელია ძნელად გასავლელ მდგომარეობაშია, და ყოველდღიურად ორმოები ე.წ. „გოროდოკის“ მონაკვეთზე უფრო დიდი და ღრმა ხდება. კომპანია „არალი“, რომელმაც ახალქალაქი-კარწახის გზა რეაბილიტაცია განახორციელა, ორჯერ დაჯარიმდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პირობა დადო, რომ მონაკვეთი კეთილმოწყობილი იქნება, როგორც კი „ამინდი ამის საშუალებას მისცემს“.

საერთაშორისო საავტომობილო გზის ახალქალაქი-კარწახის საწყისი მონაკვეთი ყოფილი პირველი სამხედრო ქალაქის საზღვართან არის, რის გამოც მას “გოროდოკს” უწოდებენ. 

„არალმა” ორჯერ დიდი ჯარიმა მიიღო, მათგან აღარაფერს ველოდები. ალბათ „ჯავახ ავტო გზას“ შევთავაზებთ და ვთხოვ, დროებით ორმოები ცივი ასფალტით ამოავსონ, რათა მდგომარეობა ცოტა გამოსწორდეს, სანამ გამოიამინდებს და გზის მთლიანი რეაბილიტაცია არ ჩატარდება“, – განუცხადა Jnews -ს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პავლე გამყრელიძემ.
| Print |