საზოგადოება
დაიძრა მიწა და ანგრევს სახლებს - უდის მოსახლეობა

უხვი ნალექისა და ძლიერი წვიმის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. მიწაში გაჩენილი მზარდი ნაპრალების გამო, სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი გაიბზარა.

სოფელ უდეში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 15–მდე ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. სახლების ნაწილი მოსახლეობამ უკვე დატოვა. ბზარები შენობებს ყოველდღიურად ემატება.

უსახლკაროდ არის დარჩენილი ერთი ოჯახი, რომელსაც მერიამ, დროებით საცხოვრებლად, საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა ან ადიგენში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა.

დღეს სოფელ უდეში მხარის რწმუნებულიც მივიდა. მისი განცხადებით, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან, გადაწყვეტილებას კი მათი დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.

სოფელში, ამ დროისთვის, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. სპეციალისტები 15 სახლის შესწავლას დაიწყებენ.
| Print |