საზოგადოება
მოხდება რამდენიმე ოჯახის განსახლება და მთავრობა გასცემს კომპენსაციას - ადიგენის მერი

უდეში, ერთ-ერთ უბანთან ("პირდაპირები"), რომელშიც დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს სამი სახლი დაზიანდა და ათამდე ოჯახს საფრთხე შეექმნა. მერის ინფორმაციით, საცხოვრებლად უვარგისია ერთი საცხოვრებელი სახლი და გასახლება შეიძლება შეეხოს დამატებით ოთხ ან ხუთ ოჯახს.

,,გეოლოგები მუშაობენ და შემდეგ გვეცოდინება, რამდენად იქნება მოსახლეობის გაყვანა საჭირო - მზად გვაქვს ფართი, სადაც შეგვიძლია მათი გადაყვანა... ბოლო სამი-ოთხი დღეა, რაც შევნიშნეთ და დროული რეაგირება მოხდა", - ამბობს გოჩა ქიმაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში სოფელ უდეზე წერია:

,,პერიოდული აქტიურობით გამოირჩევა სოფელში განვითარებული 2 მეწყრული უბანი. პირველ უბანზე, რომლის ფართობი 15,2 ჰექტარია, გასულ წლებში დააზიანა 120-მდე საცხოვრებელი სახლი, სრულად დაინგრა 9, მათ შორის საავადმყოფოს შენობა. ამჟამად საფრთხის ქვეშაა ხიმინჯებზე დამონტაჟებული გაზსადენის მილი".
| Print |