საზოგადოება
სამცხე ჯავახეთში გეოლოგები სამ მეწყრულ ადგილს შეისწავლიან - ბესიკ ამირანაშვილი

დღეს, 20 თებერვალს, სოფელ უდეში მხარის რწმუნებულიც მივიდა. მისი განცხადებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებას გეოლოგების დასკვნის შემდეგ მიიღებს.

ბესიკ ამირანაშვილის თქმით, რეგიონში ადიგენის გარდა მეწყრული პროცესების საფრთხეს შეიცავს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელი დგვარიც, თუმცა პროცესი ამ ეტაპზე გააქტიურებული მხოლოდ ადიგენის სოფელ უდეშია.

გარდა საცხოვრებელი სახლების და ეზოებისა, ნაპრალები გაჩნდა სოფელი უდის მთავარ საავტომობილო გზაზეც. მეწყერი დაძრულია სოფლის საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სოფელში, ამ დროისთვის, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. სპეციალისტებმა 15 სახლის შესწავლა დაიწყეს.
| Print |