საზოგადოება
42 ათასამდე ვაკანსია 6 თვეში - რა პროფესიებზეა მოთხოვნა საქართველოში
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით jobs.ge-ზე 41,889 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის ანგარიშში.

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 29.1%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

ბიპიენის ცნობით, 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 9,867 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 7,628 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 10,988 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია - აღნიშნულია ანგარიშში.
| Print |