საზოგადოება
საქართველოში ქალების დაახლოებით 60% სამსახურს არ ეძებს - საქ.სტატი
„საქართველოში ქალების დაახლოებით 60% სამსახურს არ ეძებს“ - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, საქართველოში ქალების 13,5%-ია უმუშევარი, მაშინ როცა კაცებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი - 16,8%-ია.

„იცით, რატომ არის უმუშევრობა ქალებში უფრო დაბალი? საქართველოში ქალების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 60%, სამსახურს უბრალოდ არ ეძებს, ისინი შრომის ბაზრის მიღმა არიან, შესაბამისად, არც “უმუშევრის” სტატუსი აქვთ.

რატომ არ ეძებენ ქალები სამსახურს? ხშირად პასუხებს გენდერულ უთანასწორობასა და სტერეოტიპებამდე მივყავართ:

სახლსა და ოჯახზე ზრუნვის გამო ქალებს არ აქვთ საკმარისი დრო მუშაობისა და განვითარებისთვის მათ პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებენ, რომ ჯობია, ბავშვებს მიხედონ სთავაზობენ დაბალ ანაზღაურებას გენდერული სტერეოტიპების გამო თავად ამბობენ უარს მათთვის სასურველ პროფესიასა და კარიერაზე,“
- ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
| Print |