საზოგადოება
ახალციხეში ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს

ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ევროკავშირის დროშები საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე ერთი დღით ადრე ჩამოხსნეს, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

,,ევროკავშირის დროშები რო ჩამოხსნეს ქალაქის შემოსასვლელში მოგწონთ"

,,რატომ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშები 26 მაისის წინ"


ეს და მსგავსი კითხვები დღეს სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა დაწერა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გასაცნობად ახალციხის ციხეზე მისულ ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსსა და სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა დაუსვეს.

გიორგი მიქელაძემ აღნიშნა, რომ ,,ეს ალბათ ტექნიკური საკითხია", ჯუბო ტურაშვილმა კი განმარტა, რომ ქვეყანა ღირსებით შევა ევროპაში, ასრულებს ასოცირებით ნაკისრ ხელშეკრულებას", თუმცა დროშების ჩამოხსნის შესახებ კითხვას არ უპასუხა.
| Print |