ხეოთში მეხის დაცემის შედეგად სახლი დაიწვა - ადგილობრივები
17:28 / 30.05.2024
ახალციხის სოფელ ხეოთში ძლიერი წვიმის დროს მეხი ჩამოვარდა. სოფელში ამბობენ, რომ მეხი ადგილობრივი მაცხოვრებლის ნადია გვრიტიშვილის სახლს დაეცა. ხანძარმა სახლი მთლიანად გაანადგურა. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო - სამაშველო სამსახური. ხეოთელების თქმით, იყო საშიშროება რომ ცეცხლი მეზობლის სახლსაც გასჩენოდა.
,,მეხმა გაწყვიტა სადენები, გაითიშა ელექტროენერგია, გაზი. ხოლო 80 წლის ნადია გვრიტიშვილის საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი მეორე სახლზე გადასულიყო, ამიტომ სახანძროს მოსვლამდე, შიფერი ჩამოვამტვრიეთ. სოფელში გასვენება იყო და ყველა სასაფლაოდან ვბრუნდებოდით" - ამბობენ ხეოთში.
ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხის ჩამოვარდნას წინ ძლიერი წვიმა და სეტყვა უძღოდა.