საზოგადოება
კაცი, რომელმაც ქართველ რაინდებზე წარმოდგენა შეგვიქმნა - უკრაინელები ახალციხელ მებრძოლზე
,,კაცი, რო­მელ­მაც ქარ­თველ რა­ინ­დებ­ზე წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვიქ­მნა" - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე და­ცე­მულ ქარ­თველ მებ­რძოლ ხვი­ჩა გვირ­ჯიშ­ვილს. ის დო­ნეც­კის ოლ­ქში, ლი­მა­ნის ტყე­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბის და­ბომბვას ემსხვერ­პლა. ხვი­ჩა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის, მე-2 ბა­ტა­ლი­ო­ნის მებ­რძო­ლი იყო და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის დღი­დან იბ­რძო­და. უფრო მეტს მის შე­სა­ხებ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, ავთო ქა­ჯა­ია და ნა­დიმ ხმა­ლა­ძე Ambebi.ge-ს უ­ამ­ბო­ბენ.

,,ხვი­ჩა დიდი ხა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში, კერ­ძოდ, დო­ნეცკ­ში ცხოვ­რობ­და ოჯა­ხით. მე­უღ­ლეც უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავ­და. ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­ცა­ნით. მას­ზე ხში­რად წერ­დნენ, რომ უში­შა­რი მებ­რძო­ლი იყო. და­ვუ­კავ­შირ­დით ერ­თმა­ნეთს, გა­ირ­კვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და რუ­სე­თის სი­ძულ­ვი­ლი გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. მერე შევ­ხვდით კი­დეც და დავძმა­კაც­დით, ერ­თობ­ლივ ოპე­რა­ცი­ებ­ში არ გვაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გო­რი შე­უ­პო­ვა­რი მებ­რძო­ლი იყო, თავს არ ზო­გავ­და მტერ­თან ბრძო­ლა­ში...

ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია ჩვენ­თვის, მებ­რძო­ლე­ბის­თვის. ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნი­დან ჩვენ­თან "შე­რე­კი­ლებ­ში“ აპი­რებ­და გად­მოს­ვლას.

5 დღის წინ ერ­თად ვი­ყა­ვით, ვი­სა­უბ­რეთ, მი­თხრა, რომ კი­დევ ერთხელ შე­ვი­დო­და ფრონ­ტის ხაზ­ზე მე-2 ბა­ტა­ლი­ონ­თან ერ­თად და მერე ჩვენ­თან "შე­რე­კი­ლებ­ში“ გად­მო­ვი­დო­და. 30 წლის უნა­ხა­ვი ძმა­კა­ცი - ხვი­ჩა ნა­დი­რა­ძე შე­ვახ­ვედ­რე, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო" -
იხსენებს ავთო ქაჯაია.

ქართველი მებრძოლების თქმით, ხვიჩა ლი­მა­ნის ტყე­ში დაიღუპა. იმ პერიოდში, ზო­გა­დად ყველ­გან, დი­ლის 5 სა­ა­თი­დან იწყე­ბენ რუ­სე­ბი და­ბომბვებს. ბლინ­და­ჟი, სა­დაც ხვი­ჩა იყო, ყუმ­ბა­რა ჩა­ვარ­და...


ნადიმ ხმალაძის თქმით, ხვი­ჩა და­ი­ღუ­პა, რამ­დე­ნი­მე, მათ შო­რის კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი გოჩა ბე­რი­ძე და­იჭ­რა.

,,ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მი­ჭირს მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი, ჯერ კი­დევ ვერ გა­ვი­თა­ვი­სე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი. ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო, სულ­ში და გულ­ში სა­ქარ­თვე­ლო "ჰყავ­და". რო­დე­საც ბი­ჭე­ბი შე­ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ზოგ­ჯერ ისეთ თე­მებ­ზეც ვსა­უბ­რობ­დით, რაც ომ­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხვი­ჩა აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლი­და სა­უბ­რის თე­მას და სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­ი­წყებ­და ლა­პა­რაკს. გა­მოც­დი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლი იყო, ია­რა­ღის სა­უ­კე­თე­სო მცოდ­ნე. ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­და. ბრძო­ლის ველ­ზე ზოგ­ჯერ ბი­ჭებს კა­თხა ლუდი ან ერთი - ორი ჭიქა არა­ყი დაგ­ვი­ლე­ვია. ის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ლევ­და, ამ­ბობ­და, რომ ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.

ხვიჩა გვირჯიშვილის თანამებრძოლები მასთან ბოლო შეხვედრას იხსენებენ.

,,სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვა­პი­რებ­დი დაბ­რუ­ნე­ბას, გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად შევ­ხვდით ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში, ხინ­კა­ლი მი­ვირ­თვით, მე კა­თხა ლუდი დავ­ლიე, მან ქარ­თუ­ლი ლი­მო­ნა­თი. ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი იყო, მი­თხრა, ნე­ტავ მეც შე­მეძ­ლოს ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა, ვინ იცის, იქ­ნებ ვე­ღა­რა­სო­დეს ვნა­ხოო. მას შემ­დეგ, რაც ხვი­ჩას ბრძო­ლის ველ­ზე და­ცე­მის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, სულ ეს ბოლო შეხ­ვედ­რა მახ­სენ­დე­ბა, მე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­შვი­დო­ბოს ვარ, ის კი.... თუმ­ცა, ვარ კი სამ­შვი­დო­ბოს?! უფრო ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ ერთი ომი­დან მე­ო­რე­ში ჩა­მო­ვე­დი. აქაც ომია, ია­რა­ღის გა­რე­შე.

დამ­დე­ვენ, მით­ვალ­თვა­ლე­ბენ. ერთხელ, გამ­თე­ნი­ი­სას მი­ტინ­გი­დან შინ ვბრუნ­დე­ბო­დი და გზად მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ა­რე, მივ­ხვდი, რომ რამ­დე­ნი­მე კაცი მომ­დევ­და და მა­ღა­ზი­ა­შიც შე­მომ­ყვნენ. იქვე შე­ე­ცად­ნენ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ვე­გე, მე ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე, გა­რეთ გა­მო­ვე­დი, ტაქ­სი მყავ­და გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი და სწრა­ფად ჩავ­ჯე­ქი. შე­ე­ცად­ნენ, ტაქ­სის კა­რე­ბის და­ხურ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­ე­ცათ. მე კარი ფეხ­ში მი­ვარ­ტყი და მერე უცებ დავ­ხუ­რე, მგო­ნი გა­უ­ფუ­ჭე კი­დეც მან­ქა­ნის კარი, არ ვიცი. მძღოლ­მა სას­წრა­ფოდ დაძ­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი და იქა­უ­რო­ბას მოვ­შორ­დით. ერთი უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი კი მოხ­და, ტაქ­სი­დან გად­მო­ვე­დი თუ არა, სულ რა­ღაც ათ წუთ­ში ტე­ლე­ფონ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და, იმის შე­სა­ხებ, რომ ტაქ­სის მძღოლ­მა მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ მქონ­და გა­დახ­დი­ლი, უკან და­მიბ­რუ­ნა.

აი, ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბას ფიქ­რობს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ტყუ­ი­ლად ცდი­ლო­ბენ ამ ხალ­ხის შე­ში­ნე­ბას, მე ტყუ­ი­ლად დამ­დე­ვენ, არა­ვი­სი და არაფ­რის მე­ში­ნია, ხვი­ჩას გვერ­დით ვიბ­რძო­დი, ესე­ნი რო­გორ შე­მა­ში­ნე­ბენ? ისე კი ხში­რად რაზე ვფიქ­რობ იცით? ქარ­თვე­ლის ხე­ლი­დან სიკ­ვდი­ლი არ მინ­და, მირ­ჩევ­ნია რუ­სის ტყვია მომ­ხვდეს... ალ­ბათ, ისევ დავ­ბრუნ­დე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში... ხომ ნა­ხეთ დათო ქა­ცა­რა­ვას რა უქ­ნეს, მე რომ მის ად­გილ­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ნამ­დვი­ლად ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დი... ალ­ბათ წა­ვალ და ჩა­ვა­ნაც­ვლებ ბრძო­ლის ველ­ზე ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს და თა­ნა­მებ­რძოლს, ჩემს ხვი­ჩას" -
წუხან მეგობრები.

ხვიჩა გვირჯიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 3 ივნისს გავრცელდა. ბოლო ერთ თვეში უკრაინაში უკვე მეორე ახალციხელი დაიღუპა. ავდეევკის მიმართულებით ახალციხელი ბესო ლომიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მაისის დასაწყისში გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
| Print |