SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ორ ძირითად მიზანს ემსახურება

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ რეფორმა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. საკანონმდებლო ცვლილებები ორ ძირითად მიზანს ემსახურება - ეს არის საპენსიო სააგენტოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბება და ადეკვატური, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

ამ ცვლილებების მიზანია პორტფელებში მობილიზებული კაპიტალის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემა, მათ შორის მართვაში პროფესიონალური კომპონენტის გაძლიერების გზით. ხუთი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საპენსიო აქტივების პორტფელი, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის კვალდაკვალ საინვესტიციო ინსტრუმენტების ტიპები და რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს საპენსიო ფონდის უფრო ეფექტური მართვის მოდელის ჩამოყალიბებას.

საპენსიო რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომლის უმთავრესი მიზანია მონაწილეთათვის მაქსიმალური ამონაგების გენერირება, შესაბამისად, რეფორმის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, რადგან რეფორმა ქვეყნის მილიონნახევარი, ეკონომიკურად აქტიური მოქალაქის დანაზოგების მართვას ეხება.

ცვლილებათა ეს პროექტი საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ზედამხედველობით სტრუქტურას გააუმჯობესებს - არსებითად იცვლება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემა, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში დღეს არსებული ორი არათანაბარი მმართველი რგოლის (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად შეიქმნება ერთი მმართველობითი ორგანო, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და პასუხისმგებელი იქნება როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებზე"
- აღნიშნავს ,,ინტერპრესნიუსთან" ირაკლი ნადარეიშვილი.


მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ საპენსიო სქემის მმართველობით საბჭოში აღარ იქნებიან მთავრობის წევრები - დღეს არსებული ჰიბრიდული მოდელით, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილია სამი მინისტრი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები.

,,დღეს საპენსიო სქემაში ჩართულია საქართველოს მილიონნახევარი მოქალაქე და აკუმულირებულია დაახლოებით 5 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი ლარი საინვესტიციო ამონაგებია. სქემის განვითარების ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დადგა მმართველობითი და საზედამხედველო რეფორმის გატარების საჭიროება, რომელზე მუშაობაც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ჩვენი მიზანია, ფონდის ამოცანებს და საჭიროებებს უპასუხოს საერთაშორისო, საუკეთესო დასავლური სტანდარტების შესაბამისმა მმართველობითმა სტრუქტურამ, რომელიც, ამავდროულად იქნება მეტად მოქნილი და ორიენტირებული არსებულ საჭიროებებზე".


მართვის ახალი მოდელი გულისხმობს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტებას მხოლოდ პროფესიონალი სპეციალისტებით, რომლებიც გამკაცრებული კრიტერიუმებით, საკონკურსო წესით შეირჩევიან და მათ პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. საკონკურსო კომისიას დაემატება დამოუკიდებელი წევრები.

,,აღსანიშნავია, რომ მოხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დელეგირება მმართველობით საბჭოზე - მაგალითად, მენეჯმენტის რგოლის დანიშვნას, ასევე სააგენტოს წესდებისა თუ ბიუჯეტის დამტკიცებას, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს, შესაბამისად, დანაზოგების მართვის, განთავსების და გაცემის პროცესი სრულად მმართველობითი ჯგუფის მიერ იქნება განხორციელებული.

კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, ეროვნული ბანკი ზედამხედველობს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობას, თუმცა, ცვლილებების თანახმად, საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის სრული ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა, ისევე როგორც ზედამხედველობს კომერციულ ბანკებს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. კანონპროექტით, ეროვნულ ბანკს ენიჭება მთელი რიგი საზედამხედველო ფუნქციები, მაგალითად: საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც არის საპენსიო ფონდის საქმიანობის მთავარი საფუძველი, შეითანხმებს ეროვნული ბანკი, ის ასევე დაადგენს საბჭოს მიერ დასანიშნი დირექტორების მინიმალურ კვალიფიკაციებს და ასევე უშუალო მონაწილეობას მიიღებს კონკრეტული დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლებაში.

სამუშაო პროცესში ეროვნული ბანკთან და საპენსიო სააგენტოსთან ერთად, უშუალოდ იყვნენ ჩართულები პარტნიორი საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები - მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი ყველა მონაწილე მხარის ერთობლივი მუშაობის შედეგია - კანონპროექტში გათვალისწინებულია როგორც ეროვნული ბანკისა და საპენსიო სააგენტოს, ასევე საქართველოს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის მიერ წარდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები"
- განმარტავს მინისტრის მოადგილე.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ეს იქნება გამართული, სწორი მმართველობითი სტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს სქემის უფრო წარმატებით, დაცულად და მეტად გამჭვირვალედ მუშაობის პროცესს. ეროვნული ბანკის სრული ზედამხედველობა კი ფონდის თითოეული რგოლის გაცილებით გამართულად მუშაობის მეტ გარანტიებს და შესაბამისად, საპენსიო სქემის მეტ სანდოობას შექმნის. გამართული საპენსიო ფონდი კი მეტი დაცულობა და ფინანსური უზრუნველყოფაა სქემის მონაწილე მოქალაქეებისთვის.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetjojobethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahisjojobet girişjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbet1xbetcasibomzbahisbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortAresbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetenjoybettipobetcasibomtrendbetBets10jojobetjojobetholiganbetnakitbahisJojobet 1107kavbetkavbetmatbetjojobet girişGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftpadişahbetvaycasinovaycasino girişmatbet girişpalacebetcasibombetparkmatadorbetcasibomcasibomonwinyakabetcasibom girişcasibompashagamingpashagamingwinxbetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetholiganbetwinxbetwinxbetwinxbetpusulabetpadişahbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortbets10starzbet girişJojobetelexbetelexbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmamatbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1107jojobet girişdeneme bonusu telegramStreameastrbetgrandpashabetjojobet girişjojobet