საზოგადოება
წმ. შალვა ახალციხელის ხსენების დღეს ქალაქი დღესასწაულობს
ქალაქის მთავარი დღესასწაული, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა აღავლინეს.
„ახალციხელობა 2024“ დღის მეორე ნახევარში ახალციხის ციხეზე გაგრძელდა, სადაც დაგეგმილია სპორტული გასართობი თამაშები, მხატვართა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, აქტივობები ახალგაზრდებისთვის, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, დაჯილდოვდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტები და საპატიო ახალციხელები.
ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გალა კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ პარკსა და ახალციხის ციხეზე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის პირდაპირ ჩვენება მოეწყობა.
ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრები და ესპანეთი დაუპირისპირდებიან.
გააზიარეთ :