საზოგადოება
4 ივლისს სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილს შეეზღუდება.

4 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბაკურიანში ცხრაწყაროს, მთის, წერეთლის, ცაბაძის, 25-იანების და მიმდებარე ქუჩებზე აბონენტებს;

ელექტროენერგია, 11:00-დან 13:30 საათამდე ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ჟდანოვი და სამებაში შეიზღუდება;

14:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება, აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, მირაშხანი, ტოლოში, ჭაჭკარი, გოგაშენი და მიმდებარე სოფლებში;
ასევე, 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, შაუმიანის, ოვსეპიანის, კამოს და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |