ბორჯომში ხანძარს 150 მეხანძრე-მაშველი აქრობს
ახალდაბაში მეორე დღეა, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ცეცხლს აქრობენ.
დაახლოებით 1 ჰექტარზე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 10 საათიდან ავიაციაც ჩაერთო. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია 150 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.
მეხანძრე-მაშველის ლევან მუსელიანი ამბობს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება - ,,ადგილობრივების ჩართვის საჭიროება ამ დროისათვის არ არსებობს. სოფელ ახალდაბაში შექმნილია საგანგებო შტაბი, საიდანაც ხდება კოორდინაცია. მიუვალი გზის გამო ვერ მუშაობს ტექნიკა, შუალოს მთაზე, სადაც ცეცხლი გაჩნდა კლდოვანი ტერიტორიაა".
ხანძარი 3 სექტემბერს, სოფელ ახალდაბიდან დაახლოებით 30 კ-ში გაჩნდა.