საზოგადოება
ბათუმი - ახალციხის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა 5 დღით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოები.

რის გამოც, 2024 წლის 01 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა.

დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.
| Print |