საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 10 წლისაა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში შეხვედრა გამართა. რომელიც ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მოეწყო.

კობა კობალაძე, რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა. მან, სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარადგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ისაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციარებისთვის სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის მიმართულებით ხორციელდება.

| Print |