საზოგადოება
სად გაითიშება ელექტროენერგია 6 ნოემბერს(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ნიალა, გავეთი, ყარაბულაღი, ფანაქეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში სხვილისი, პატარა პამაჯი, საძელი, ივლიტა, ორალი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბრავა, აწყვიტა, ნიჯგორი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში თამარაშვილის, ხანძთელის, დიდიმამიშვილის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ნინოწმინდის, აღმაშენებლის, ლერმონტოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |