ახალციხე აჯანყდი, საქართველო არ გარუსდება, ჩუმად რომ ხარ არ გიტყდება?
საქართველოს მიწა, მხოლოდ თავისუფლებისთვის ყვავის, ვითხოვთ ახალ არჩევნებს - ეს და მსგავსი გზავნილებით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები დღეს ქალაქის ცენტრში.
რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსთაველის ძეგლთან ხვალაც შეიკრიბებიან.
პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
|