საზოგადოება
ბორჯომს მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია, გუშინ საღამოს 21:00 საათისათვის გაითიშა და ამ დრომდე არ მიეწოდება.

ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს, როგორც მათ "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს,  ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ, დღეს, 19 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

დენის გათიშვის მიზეზი კი ქვესადგურთან მიმავალი ხაზის დაწვა გახდა, რომლის აღდგენაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

| Print |