საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება - გზა გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციას ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშის წევრები მსვლელობით შეუერთდნენ.

"ცეცხლი ოლიგარქიას, ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებენ დემონსტრანტები.

უწყვეტი პროტესტის 54-ე დღეს აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
| Print |