თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ,,სმარტის" ახალციხის ფილიალში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივების თქმით, აფეთქების ხმა შენობის მეორე სართულზე გაისმა. დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. ადგილზე მუშაობენ პოლიციისა და სამაშველო-სახანძროს ჯგუფები. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
„ახალი გამოსული ვიყავი, ძლიერი აფეთქების ხმა რომ გავიგე, მადლობა უფალს, ყველა კარგად არის, ძალიან შეგვეშინდა, მეორე სართულია დაზიანებული “,– ამბობს სმარტის თანამშრომელი.
თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები აფეთქების სიძლიერეზე ამახვილებენ ყურადღებას. Tv9news შემთხვევის ადგილზე მუშაობს და დეტალებს პერიოდულად მოგაწვდით.