ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, სმარტში მომხდარი აფეთქების გამო ერთი ოჯახი მერიის გადაწყვეტილებით სასტუმროში გადაიყვანეს.
გადაყვანის მიზეზი ძლიერი აფეთქების გამო სმარტის შენობასთან ახლოს მდებარე სახლში მინების ჩამსხვრევა გახდა.
,,ამ სიცივეში ასეთ სახლში ვერ დავტოვებდით, გაიყინებოდნენ"- განუცხადა ახალციხის მერის მოადგილემ ჟურნალისტებს.
ილია ზარდიაშვილის თქმით, მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და დაზარალებულთა დახმარება ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
თამარაშვილის ქუჩაზე სმარტის შენობის მეორე სართულზე აფეთქება დაახლოებით 23:00 სთ-თვის მოხდა, რა დროსაც შენობაში ერთი პირი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სმარტში მომხდარი აფეთქებამ შენობის რკინის კონსტრუქციები მოგლიჯა და მიმდებარე ქუჩებზე გაფანტა, რამაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების კარ–ფანჯარა დააზიანა. ადგილობრივების ვერსიით, აფეთქება სუპერმარკეტის მეორე სართულზე წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. მომხდარის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის კაბელებიც. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.