ახალციხეში საპროტესტო აქციას თბილისიდანაც შეუერთდნენ
22:53 / 01.02.2025
დღეს, პირველ თებერვალს საპროტესტო აქცია კვლავ შოთა რუსთაველის ძეგლთან გაგრძელდა. აქციას მონაწილეები, ახალციხელებთან ერთად თბილისიდანაც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელი იყო, აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
აქციის მონაწილეებმა კვლავ სოლიდარობა გამოუცხადეს და გათავისუფლება მოითხოვეს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის. იგი, 11 იანვარს დააკავეს და უკვე 21 დღეა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობს.
აქციის მონაწილეები ამბობენ რომ საპროტესტო აქციებს გამართავენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ახალციხეში უკვე ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს.