SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
ევროპელი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს მეგობრები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით გადამწყვეტი საერთაშორისო მოქმედების მოწოდებით გამოდიან, - ამის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს ევროპელი პარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები აწერენ, ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპელი პარლამენტარები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე მიყენებულ შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვების ცნობებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და ტყვეობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, „არ ტყუვდებიან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯონ ის გარემოებები, რამაც მზია ამაღლობელის დაკავება გამოიწვია და მისი პროფესიული რეპუტაცია „უცხოეთიდან დაფინანსებულის“ კვალიფიკაციის მინიჭებით შელახონ“.

„ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად. ევროატლანტიკური გზის, რომელიც დაფიქსირებულია არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ იმ ხალხის ნებაშიც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა. ქართველი ხალხი არ გაჩუმდება და არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ“, - წერია განცხადებაში.

პოლიტიკოსები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, საჭირო ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებასა და ახალი არჩევნების ორგანიზებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ქვეშ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებსა და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სულხან თამაზაშვილზე“, - აცხადებენ პარლამენტარები.

განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის სენატის წევრი პაველ ფიშერი; პოლონეთის პარლამენტის წევრი რადოსლავ ფოგელი; ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი; შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოთბერგი; ევროპარლამენტარი ბერნარდ გეტა; ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე; საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი; ევროპის სტაბილურობის ინიციატივის დამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი; ევროპარლამენტარი რიჰადს კოლსი; ფინეთის პარლამენტის წევრი იუკა კოპრა; ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი; უკრაინის პარლამენტის წევრი ევგენია კრავჩუკი; ესტონეთის პარლამენტის წევრი ეერიკ-ნილს კროსი; ყოფილი ევროპარლამენტარი მიაპეტრა კუმპულა-ნატრი; ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო; უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსანდრე მერეჟკო; უკრაინის პარლამენტის წევრი მარია მეზენცევა-ფედორენკო; ესტონეთის პარლამენტის წევრი მარკო მიხელსონი; ლატვიის პარლამენტის წევრი ინარა მურნიეცე; ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი; საფრანგეთის პარლამენტის წევრი ფრედერიკ პეტი; იტალიის პარლამენტის წევრი ლია კვარტაპელე; ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი; Orion Strategies-ის პრეზიდენტი რენდი შონემანი; შვედეთის პარლამენტის წევრი კატარინა ტოლგფორსი; დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტაგენდატი; ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი; ევროპარლამენტარი რეინიე ვან ლანშოტი; ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი; ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი; ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი. განცხადებას უერთდება ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონიც.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetholiganbethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetholiganbetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbetbetcio girişledger livecialis1xbetcasibomzbahisbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortHoliganbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetpradabettipobetcasibomorisbettipobet girişpusulabetpusulabetholiganbetnakitbahisJojobet 1106pusulabet girişpusulabet girişmatbetjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftbetciobetciobetciomatbetkingbettingcasibombetparkiptvcasibomcasibomnitrobahisyakabetcasibom girişcasibombetciobetcioultrabetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisatlasbetholiganbetultrabetultrabetultrabetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonusmarsbahistipobet güncel girişJojobethayalbahishayalbahisStreameastfixbetcasibomtimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmaholiganbetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1106bets10deneme bonusu telegramStreameastmeritcasino