საზოგადოება
ადიგენის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ აქვს
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება დერცელის, კიკიბოს, გორგულის, ლელოვნის, ამხერის, იჯარეთის, იმერთუბანისა და დაბა ადიგენის მოსახლეობას.

ჯამში გათიშულია 900-მდე აბონენტი. მუნიციპალიტეტში უკვე მუშაობენ "ენერგო-პრო-ჯორჯიას" თანამშრომლები, პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მერიის ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს. მაღალმთიან სოფლებში იწმინდება გზებიც. სამუშაოებში ჩართულია შვიდი ერთეული სპეცტექნიკა.


| Print |