SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
ამ დროისთვის, საჯარო სამსახურიდან დაახლოებით 400 პირია გათავისუფლებული - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
საჯარო რეესტრის სააგენტო ,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“, რეგისტრაციაზე უარს ეუბნება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის ნოემბერში 20-მდე სხვადასხვა სახელმწიფო და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომლის მიზანიც იყო საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის დაფუძნება. მათივე ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სსიპ-ების, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმე სსიპ-ის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, საჯარო სამსახურის ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურის და ასევე სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, 2024 წლის დეკემბერში დაფუძნდა „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“.

„როგორც ახლად შექმნილი პროფკავშირის სახელწოდება მიუთითებს, მისი შექმნის მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება გაწევრების თაობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და არნახული მასშტაბის რეპრესიები იმ საჯარო მოხელეთა მიმართ, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმამაღალი პროტესტი გამოთქვეს.

2024 წლის 25 დეკემბერს საჯარო რეესტრის სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებით მიმართა ზემოაღნიშნული პროფკავშირის 36-მა დამფუძნებელმა. ამასთან, საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი, კერძოდ, პროფესიული კავშირის სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება.

საგულისხმოა, რომ პროფესიული კავშირის რამდენიმე დამფუძნებლი ამავდროულად არის საჯარო რეესტრის მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი, რომლებსაც ამ სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ და ზუსტად იციან, რა დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ პროფესიული კავშირის რეგისტრაციის მიზნით.

სხვათა შორის, ზუსტად მსგავსი დოკუმენტაცია, რომელიც დამფუძნებლების მიერ წარდგენილ იქნა მარეგისტრირებელ ორგანოში, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა დაახლოებით იმავე პერიოდში დარეგისტრირებული სხვა პროფესიული კავშირებისათვის (მაგალითად, ,,საქართველოს მენეჯერთა, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა დამოუკიდებლი პროფესიული კავშირისთვის“ და ,,კოშკურა-ამწეს ოპერატორების პროფესიული კავშირისთვის”).

ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრმა, სადამფუძნებლო კრების ოქმის წარდგენის საბაბით, 2024 წლის 26 დეკემბერს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა შესრულებულ იქნა, საჯარო რეესტრმა კიდევ რამდენჯერმე განაცხადა უარი სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე. 2025 წლის 28 იანვარს კი საჯარო რეესტრის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

იმისათვის, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყო საჯარო რეესტრის მიკერძოებულ, დისკრიმინაციულ და არაკეთილსინიდიერ დამოკიდებულებაში საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის მიმართ, საჯარო მოხელეთა პროფკავშირმა 2025 წლის 18 თებერვალს, რეგისტრაციის მოთხოვნით, ხელახალი განცხადება შეიტანა საჯარო რეესტრში. თუმცა, საჯარო რეესტრმა ამჯერადაც შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. ამჯერად პროფკავშირს სახელწოდება დაუწუნეს.

აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან აშინებს საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა, რადგან მისი არსებობა წინააღმდეგობაშია „ქართული ოცნების“ მიზანთან, პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიული საჯარო სამსახურის ნაცვლად, საქართველოში შექმნას ხელისუფლების უკანონო დავალებების უსიტყვო შემსრულებელი, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მონა-მორჩილი საჯარო სამსახური.

საჯარო რეესტრის თვითნებური გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, არამედ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამ კონვენციას (N87, N98 და N151 კონვენციებს) რომელთა თანახმად, საქართველო ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული კავშირების თავისუფლება ამ ქვეყანაში.

სწორედ ამიტომ გუშინ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ საჩივარი შეიტანა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის შედგენაშიც, პროფკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, თავისი წვლილი შეიტანა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“.

დღეისათვის, დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულ იქნა დაახლოებით 400 პირი.

საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებების მხრივ ლიდერობენ იუსტიციის სამინისტროს სსიპები, მათ შორის, საჯარო რეესტრის სააგენტო, პრობაციის სააგენტო და იუსტიციის სახლი. გათავისუფლებების ტემპებით მალე მათ ასევე დაეწევა თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში და თბილისის მერიაში, საიდანაც თანამშრომლებს უკვე მიუვიდათ შეტყობინება შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

მიმდინარეობს სსიპ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც 10 მარტს უნდა დასრულდეს. ასევე მიმდინარეობს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც 2025 წლის 1 აპრილს დასრულდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად არის ჩართული ყოფილი საჯარო მოსამსახურეებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის პროცესში:

დღეისათვის სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული 11 პირის სახელით; მომზადების პროცესშია კიდევ 8 სარჩელი;კონსულტაცია გავუწიეთ 70-ზე მეტ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს“,
- ნათქვამია ინფორმაციაში.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftgrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahisbets10galabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobetbetcio스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomfixbet giriştipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortJojobethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastjustin tvhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisbetsmoveStreameastholiganbet giriştimebetpradabetultrabetcasibomorisbettipobetjojobetholiganbetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabetpusulabetjojobet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibomcasibomcasibommatbetnerobetcasibomganobetiptv satın alcasibomcasibomnitrobahisbetasuscasibom girişcasibomparmabetparmabetyakabetMarsbahisCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisatlasbetbets10yakabetyakabetyakabetpusulabetpusulabetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomfixbet girişJojobetmilanobetelexbetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibombetparkSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobet