საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 16 ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, სამართალდარღვევის 68 ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა, საიდანაც 3 ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 64 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 16 - სამცხე-ჯავახეთის, 7 - მცხეთა-მთიანეთის, 8- იმერეთის, 14 გურიის, 3 - ქვემო ქართლის, 2 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და 6 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.
2025 წლის იანვარ-თებერვალში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 110 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 116 კუბური მეტრი შეადგინა.
გააზიარეთ :