საზოგადოება
ქვეყნის სამსახურში უწყვეტად 86-ე დღე! - ახალციხეში რუსულ რეჟიმს აპროტესტებენ
არა რუსულ რეჟიმს! - უწყვეტი პროტესტის 86-ე დღე ახალციხეში.

10 აპრილს ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ახალციხელები კვლავ შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. ქვეყნის სამსახურში უწყვეტად 86-ე დღე - სამოქალაქო აქტივისტის ჯაბა ნათენაძის აზრით, ,,ამ ადამიანებმა გამოიარეს -10 ყინვა, თოვლი, გუშინ იყო წვიმა "ჭავლით" და დღევანდელი თოვლ-ჭყაპი რას დააკლებდა? ქვეყნის სამსახურში უწყვეტად 86-ე დღე! "
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება. ახალციხის გარდა აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებში და თბილისში.

ფოტოები ინტერნეტიდან
| Print |