პასკა თუ პასქა - რას უკავშირდება სააღდგომო ნუგბარი
სააღდგომო ნუგბარი, რომელიც ყველა ქრისტიანის ოჯახს სააღდგომოდ ამშვენებს, მოქალაქეთა ნაწილი პასკას უწოდებს, მეორე ნაწილი კი - პასქას.
ქრისტიანები მას სააღდგომოდ აცხობენ და ეს ნუგბარი იმ მთის სიმბოლოა, რომელზეც ჯვარს აცვეს მაცხოვარი.
პასექი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე ებრაელთათვის. ტკბილი ნუგბარის სახელწოდებაც სწორედ პასექის დღესასწაულიდან მოდის.
შესაბამისად, სწორი ფორმაა პასქა, რომელიც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს - ტანჯვას, წამებას, ვნებას.
ებრაელებისთვის ეს დღესასწაული უკავშირდება ეგვოპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებას და გამოსვლის დასაწყისს.
ქრისტიანისთვის კი პასექი აღდგომას და იესოს მამასთან მისვლას ნიშნავს, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის გზით.