სოფელ არალში უპატრონო ძაღლმა ქალი დაკბინა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში უპატრონო ძაღლებმა 83 წლის ქალი დაკბინეს. შემთხვევა გუშინ, 16 აპრილს, დილის 07:00 საათზე მოხდა. ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი ფეისბუკზე წერს. ქალი მრავლობითი ჭრილობებით ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი ამბობს, რომ დაშავებულს ჭრილობები დაუმუშავეს და გაწერეს.
"საღამოს 10 საათი იყო, ჩემი სახლის გადასასვლელთან დამხვდნენ. გამომეკიდნენ, გზისკენ გავიქეცი. ერთი მოსაცმელზე მწვდა კბილებით, მოვიცურე სწრაფად და ზედ მივაგდე. დაბილდან მანქანა მოდიოდა და მძღოლს კაპოტზე ვურტყი ხელები მიშველე, ძაღლები მგლეჯენთქო. ეხლაც ვერ ვწყნარდები შიშისგან", - წერს სოციალურ ქსელში არლის მკვიდრი თამარ ჩანტლაძე. მისი პოსტის ქვეშ სოფლის მოსახლეობა წერს, რომ ოთხი აგრესიული ძაღლი ახლაც არლის ცენტრშია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.