SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
„მტკვარი ჰესის“ ყოფილმა დირექტორმა დატოვა „საქართველოს რკინიგზის“ გენდირექტორის პოსტი
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი შეიცვალა - დავით ფერაძე ჩაანაცვლა ლაშა აბაშიძემ, თბილისის ვიცე-მერმა დავით ნარმანიას მერობის პერიოდში.

სახელმწიფოს კუთვნილი სააქციო საზოგადოების მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ცნობილი სამეწარმეო რეესტრში 7 მაისს ასახული ცვლილებებიდან გახდა.

შეცვლილი დავით ფერაძე 2017 წლის 22 ნოემბრიდან იყო რკინიგზის გენერალური დირექტორი. მანამდე ამ პოსტს იკავებდა მამუკა ბახტაძე, რომელიც იმავე წლის 13 ნოემბერს ფინანსთა მინისტრად, 13 ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.
„საქართველოს რკინიგზაში“ მისვლამდე კი დავით ფერაძე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა.

კერძოდ, ის იყო ფონდის მიერ დაარსებული „მტკვარი ჰესის“ დირექტორი.

„მტკვარი ჰესი“ ის ერთ-ერთი პროექტია, რომელთან დაკავშირებითაც, „კრიპტოვალუტების საქმის“ გარდა, პროკურატურას ბრალი აქვს წაყენებული ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტისთვის“, გიორგი ბაჩიაშვილისათვის. ბაჩიაშვილი ქვეყნიდან 2 მარტს გაიქცა.

უცნობია, არის თუ არა დავით ფერაძის შეცვლა კავშირში „მტკვარი ჰესის“ საქმის გამოძიებასთან.

პროკურატურის ბრალდების თანახმად „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.

როგორც ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე აცხადებდა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყეს და ბიუჯეტად $131 მილიონი განისაზღვრა და 2020 წლისთვის უნდა დაესრულებინათ, თუმცა ბიუჯეტი $235 მილიონამდე გაიზარდა და არ დაუსრულებიათ.

დავით ფერაძე „მტკვარი ჰესის“ გენერალური დირექტორი სწორედ 2014 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 17 ნოემბრამდე იყო.

„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო 6 მაისს შეიკრიბა და ამ სხდომაზე განიხილა ფერაძის გაშვებისა და აბაშიძის დანიშვნის საკითხი.

სხდომას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:

კონსტანტინე გუნცაძე (თავმჯდომარე)
გიორგი კაკაურიძე (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)
გიორგი მუსხელიშვილი
ვასილ ვაშაკიძე
დავით სამხარაშვილი.
რადიო თავისუფლების მოპოვებული სხდომის ოქმის თანახმად, კონსტანტინე გუნცაძემ განაცხადა, რომ 6 მაისს მას დავით ფერაძემ მიმართა და გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლება ითხოვა და თავადვე წარადგინა ლაშა აბაშიძის კანდიდატურა.

ლაშა აბაშიძე 2013-14 წლებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, თბილისის ვიცე-მერი იყო.
Facebook Twitter
თეგები: მტკვარი ჰესი /
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetgalabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomzbahistipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPadişahbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet giriştimebetpradabetultrabetcasibomorisbettipobet girişpusulabetpusulabetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabet girişpusulabet girişjojobet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibomcasibomcasibommatbetnerobetcasibomganobetiptvcasibomcasibomnitrobahisbetnanocasibom girişcasibombetbigobetbigoaresbetMarsbahisCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisjokerbetbets10aresbetaresbetaresbetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibomcasibomSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobetdeneme bonusu telegram