SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
დეპოპულაცია დაწყებულია, საქართველოში გარდაცვალება მეტია, ვიდრე შობადობა - დემოგრაფები
„ცარიელი ადგილი არსად რჩება, შესაძლოა, ჩვენი მოსახლეობა მომავალში სხვა ეროვნების მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ“, - ამის შესახებ დემოგრაფმა გიორგი მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებია, რაც საქართველოში დეპოპულაცია უკვე დაწყებულია, შესაბამისად, თუ შობადობა არ გაიზარდა და ეს პროცესი არ გაჩერდა, შესაძლოა, ძალიან ნეგატიური პროცესები განვითარდეს.

„თუ შობადობა არ გაიზარდა, შედეგი რა თქმა უნდა, იქნება ნეგატიური. საქართველოში უკვე ფაქტობრივად, დეპოპულაცია დაწყებულია. ბოლო რამდენიმე წელია მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. თუ დეპოპულაციური პროცესები გაგრძელდა, ანუ ისევ უფრო მეტი გადაიცვლება, ვიდრე დაიბადება, ეს გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობა შემცირდება. ამ დროს, ნებისმიერი ქვეყნისთვის თავისი მოსახლეობა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე. თუ მოსახლეობა არ იქნება, რად გვინდა რაიმე?!

პლუს ამას, შეიძლება, ძალიან ნეგატიური პროცესები განვითარდეს, სხვა ერების შემოსვლაა მოსალოდნელი. ცარიელი ადგილი არსად რჩება, ამიტომ, შესაძლოა, ჩვენი მოსახლეობა მომავალში სხვა ეროვნების მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ. ეს ნამდვილად საფიქრალი და გასათვალისწინებელია“
, - აღნიშნავს გიორგი მელაძე.

მისი თმით, ის რომ, ქვეყანაში დემოგრაფიული მაჩვენებელი უარესდება, გარდა მშობიარე ქალების რაოდენობის შემცირებისა, გამოწვეულია ახალგაზრდების ქცევის ცვლილებით. კერძოდ, დემოგრაფი ამბობს, რომ მოვიდა თაობა, რომელსაც ბევრი შვილის ყოლა აღარ უნდა.

„ჩვენ, დემოგრაფები ასეთ შედეგს ველოდით და მეტიც, მომავალში კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით. გეტყვით, რატომ - ჩვენს დემოგრაფიულ სისტემაში შობად კონტინგენტ ქალებს (15-49 წელი ითვლება) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შობადობისთვის.

შედარებისთვის, 1994 წელს ამ ქალების რაოდენობა 1.2 მლნ-ზე მეტი იყო; უკვე 2024 წელს კი რაოდენობა 820 ათასზე ოდნავ მეტია. წარმოიდგინეთ, რამდენით არის შემცირებული შობადი კონტინგენტი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაბადებულთა რაოდენობა შემცირდებოდა და მომავალში კიდევ არის შემცირება მოსალოდნელი. მე დამაიმედებელ პროგნოზს ვერ გავაკეთებ.

გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდა თაობა ნაკლებად არის ორიენტირებული ბევრი ბავშვის გაჩენაზე. ვგულისხმობ, 3 და მეტი შვილის ყოლას. ერი რომ გამრავლდეს, ეს რაოდენობაა საჭირო. ჩვენ ფაქტის წინაშე ვართ, მოვიდა თაობა, რომელსაც არ სურს ბევრი შვილის გაჩენა. ეს შედეგი უკვე დამდგარია დასავლეთში და ეს დემოგრაფიული პროცესები რაც გლობალურია, ხდება საქართველოშიც“,
- ამბობს გიორგი მელაძე.

გამოსავალზე საუბრისას, დემოგრაფი აცხადებს, რომ სახელმწიფომ პირობების გაუმჯობესების გარდა, ქორწინების წახალისებაზეც უნდა იზრუნოს.

„ახლა პირველად ვამბობ ამას, დღეს ისეთი დრო დაგვიდგა, შობადობის წახალისება კარგია, მაგრამ პირველ რიგში, ქორწინება უნდა წახალისდეს. თუ ქორწინება არ იქნება, შობადობა რანაირად გაიზრდება?! ამიტომ, ეს არის მთავარი, რომ ახალგაზრდებმა ოჯახები შექმნან. მე არ გამიგია, რომ ამ კუთხით რამე წახალისება ყოფილიყო. ახალგაზრდებს ნაკლებად უნდათ დაქორწინება, ბევრი მიზეზით გადადებენ ხოლმე ამას”, - ამბობს გიორგი მელაძე.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, 43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ დაბადებულთა რაოდენობა 1994 წლიდან მოყოლებული ასეთი დაბალი არ ყოფილა და 40 ათასიან ნიშნულსაც პირველად ჩამოსცდა.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftgrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetgalabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobetbetcio스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomfixbet giriştipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortJojobethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastjustin tvhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisbetsmoveStreameastholiganbet giriştimebetpradabetultrabetcasibomorisbettipobetjojobetholiganbetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabetpusulabetjojobet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibomcasibomcasibommatbetbetebetcasibomganobetiptv satın alcasibomcasibomnitrobahisbetasuscasibom girişcasibomparmabetparmabetyakabetMarsbahisCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisatlasbetbets10yakabetyakabetyakabetpusulabetpusulabetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomfixbet girişJojobetmilanobetelexbetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibombetparkSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobet