საზოგადოება
ახალციხეში უწყვეტი საპროტესტო აქცია 119-ედ გაიმართა
ახალციხეში, რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო, უწყვეტი საპროტესტო აქცია 119-ე დღეა გრძელდება.

პროევროპული აქციების მთავარი მოთხოვნებია: შეწყდეს მოქალაქეების დევნა მათი სამოქალაქო პოზიციის გამო, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა - გადადგეს ,,ქართული ოცნების" მთავრობა.

საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება. ახალციხის გარდა აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებში და თბილისში.
| Print |