საზოგადოება
ურავლის ხეობაში კლდიდან დაგორებული ლოდი მანქანას დაეჯახა
ურავლის ხეობაში ქვათვაცვენის შედეგად ორი ადამიანი დაზარალდა. დიდი ლოდი მოწყდა და ახალციხე-ურავლის გზაზე მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა. ავტომობილში მამა - შვილი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები ახალციხის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილობრივების თქმით, ქვათაცვენის საფრთხე კიდევ არსებობს. შემთხვევა დაახლოებით 15 საათისთვის მოხდა.
გააზიარეთ :