ახალციხის სოფელ ურაველში სამ ახალგაზრდას ეძებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მეორე დღეა სამ ახალგაზრდას ეძებენ. ადგილობრივების თქმით, დაკარგულები 19 მაისის შემდეგ არავის უნახავს. მათი გაუჩინარების შესახებ, მას მერე გახდა ცნობილი, როცა ორი მათგანი სამხედრო სამსახურში არ გამოცხადდა. სამივე ახალგაზრიდის ტელეფონი გამორთულია. მათი ასაკი დაახლოებით 20-22 წელია.
სოფელ ურაველში მერის წარმომადგენლის ემზარ ოქრომელიძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე საკუთარი ძალებით განაგრძობს სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე ძებნას .
შსს-სა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, რომ ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გაავრცელებენ ინფორმაციას.