საზოგადოება
ბიჭიკო მოდებაძე "მეცხრე არხს" ტენდენციურობაში ადანაშაულებს
„მეცხრე არხის” ეთერში, 3 ოქტომბრის თოქ-შოუ „დიალოგში” კოალიცია „ქართული ოცნების” ზონის უფროსმა ტელეკოპანია ტენდენციურობაში დაადანაშაულა. ბიჭიკო მოდებაძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ  ტელევიზია წარსულშიც სცოდავდა და ახლაც სცოდავს, რაც კონკრეტული ფაქტებით ვერ დაასაბუთა. მოგვიანებით კი ზონის უფროსმა „მეცხრე არხის” მიერ ფაქტების არასამართლიანად გაშუქებაში დადანაშაულება ნაწილობრივ უარყო და განაცხადა, რომ ამგვარი რამ  გასულ წლებში ხდებოდა. მისივე თქმით, ტელეკომპანიის „გამოსწორება” ერთი წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც „მეცხრე არხს” სათავეში მაია იველაშვილი ჩაუდგა.

| Print |