ჯავახეთში მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ჯავახეთში გზის რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ 110–კმ 146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 90-კმ 112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოსახლეობას გამართული ავტოტრანსპორტითა და ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით მოძრაობას ურჩევს.