საზოგადოება
მწვანე ბაღის აშენება გაურკვეველი ვადით გადაიდო
ენერგოეფექტური, მწვანე ბაღის აშენება, გაურკვეველი ვადით გადაიდო. პროექტისთვის, რომლის განხორციელებასაც 4,5 ნახევარი მლნ. ლარი სჭირდება, თანხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ მოიძია. ამ დრომდე, დონორების დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო ქალაქ ახალციხის მერიამ.

ხარჯის ეფექტურობა და დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანა, წყლის მენეჯმენტი, ჯანსაღი გარემო შენობაში, ენერგიის მეორადი გამოყენება და თბური ტუმბოები სისტემაში – ეს ქაღალდზე არსებული ბაღის უპირატესობებია, რომელიც უცნობია, როდის ჩაანაცვლებს ავარიულ შენობას.

| Print |