საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 2 356 856 ლარი ჩაერიცხა
რეგიონული განვითარების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ახალციხის თემმა დაახლოებით, 2 356 800 ლარი მიიღო. თანხები ქალაქ ვალესა და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის, კულტურული დაწესებულებების რეაბილიტაციას მოხმარდება.

2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატან ცვლილებას კენჭი საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომაზე უყარეს. საკითხი ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყდა. დეპუტატები ასევე დაეთანხმნენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხსაც, რომელიც ახალციხე–წყრუთი ანის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თანხმობას შეეხებოდა.


| Print |