საზოგადოება
ახალციხის მერიაში, გასაუბრებაზე მიწვეული 42 კონკურსანტიდან, 21 მათგანი მივიდა
ახალციხის მერიაში, გასაუბრებაზე მიწვეული 42 კონკურსანტიდან, 21 მათგანი მივიდა. შესაბამისად, საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ მიწვეული აპლიკანტების მხოლოდ ნახევარს მოუსმინა.

კონკურსანტებს გასაუბრების შედეგები, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ.

ახალციხის მერიამ 13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 6 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა 79–მა კონურსანტმა მიიღო. დოკუმენტების გადარჩევის ეტაპი წარმატებით 42–მა კონკურსანტმა გაიარა, ხოლო 37 მათგანს უარი ეთქვა.

ახალციხის მერიას კონკურსის გამოცხადება ისევ მოუწევს სამ პოზიციაზე, რომელზეც განაცხადი საერთოდ არ შევიდა. ეს თანამდებობებია: არქიტექტურის საკითხებში მთავარი სპეციალისტის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსისა და შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციები.


| Print |