საზოგადოება
ახალციხის გამგეობაში, კონკურსის შედეგად, 16 ახალი თანამშრომელი შეირჩა
ახალციხის გამგეობაში კონკურსის შედეგად 16 ახალი თანამშრომელი შეირჩა. ისევ ვაკანტურია ორი პოზიცია: საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსისა და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოსტებზე შესაბამისი კანდიდატები ვერ შეარჩია.

ახალი თანამშრომლები თანამდებობებზე მას შემდეგ დაინიშნებიან, რაც გამგეობაში მოთხოვნილ დოკუმენტებს წარადგენენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტმა 18 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი პირველ მარტს გამოაცხადა, რა დროსაც გამგეობაში 148 კონკურსანტის 246 განაცხადი შევიდა.

| Print |
თეგები: კონკურსი /