საზოგადოება
ახალციხე–ბათუმის გზაზე დასაქმებულების პროტესტი გრძელდება
ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობას არც დღეს აგრძელებენ. მათი თქმით, სამუშაო პოზიციებს დავალიანების გასტუმრებამდე არ დაუბრუნდებიან.

მუშები დამსაქმებელი კომპანიისგან სამი თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანიამ რვა თვის განმავლობაში თანხის ჩარიცხვა რამდენჯერმე დააგვიანა, სამი თვის ანაზღაურება კი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მუშები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები დავალიანების გასტუმრებას, ხუთ მაისამდე დაპირდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასს ხვალამდე არ მიიღებენ, მუშები ისევ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

იგივე მოთხოვნით, 30–მდე მუშამ საპროტესტო აქცია სამ მაისს გამართა

კომპანიაში ამბობენ, რომ მუშები კუთვნილ ანაზღაურებას აუცილებლად მიიღებენ.
რვაკილომეტრნახევრიანი მონაკვეთის დასრულებამდე, დაახლოებით ერთი კილომეტრია დარჩენილი. თანამშრომლები ფიქრობენ, რომ თუ დარჩენილ მონაკვეთს დაასრულებენ, კომპანია კუთვნილ ანაზღაურებას აღარ ჩაურიცხავს.
| Print |