ასპინძის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება
"ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
დენის გამორთვა იგეგმება ასპინძის მუნიციპალიტეტშიც. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ვარძიაში, საროსა და ხიზაბავრაში, 1243 აბონენტს შეეზღუდება. დენის გამორთვა 17 მაისს 11:00-დან 15:00 საათამდეა დაანონსებული.