გაცვალე მაკულატურა ახალ წიგნებში – აქცია ახალციხეში
17:01 / 02.06.2017
ახალციხეში "მაკულიტერატურის" აქცია გაიმართა.
ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რომ ძველი წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და რვეულები, გამომცემლობა "პალიტრა L" - ის ახალ წიგნებში გადაეცვალათ.
აქცია ახალციხის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღე გაგრძელდა.
აქციის მონაწილეებს ახალციხეში 80 დასახელების თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების საბავშვო და მხატვრული ლიტერატურა, ისტორიული და შემეცნებითი წიგნები და ენციკლოპედიები დახვდათ.
"მაკულიტერატურის" აქცია 5 წელია პერიოდულად ტარდება.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი გარემოზე ზრუნვაა. შეკროვებული მაკულატურა გადამუშავდება და ისევ ქაღალდად იქცევა. ამით ასეულობით ხე მოჭრას გადაურჩება.