საზოგადოება
ახალციხეში მოსაცდელების მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება
ახალციხის მერია ქალაქში ექვს ადგილზე მოსაცდელების მოსაწყობად, აუქციონს გამოაცხადებს. გამარჯვებულს დაევალება, რომ მგზავრთა მოსაცდელი ტერიტორია საკუთრი ხარჯით მოაწყოს. მისი მოვლა–დასუფთავება და განათება 10–წლიანი ვადით უზრუნველყოს. სანაცვლოდ შეუძლია, რომ მოწყობილ მოსაცდელებზე რეკლამა განათავსოს.

ადგილობრივ ხელისუფლებას 12 მოსაცდელის მოწყობა აქვს დაგეგმილი, თუმცა საკრებულოსგან ნებართვა ამჟამად 6–ზე მიიღეს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ამ პირობებით ერთ–ერთი კომპანია უკვე დაინტერესდა.


| Print |
თეგები: მოსაცდელები /